ტიტული დაცულია — იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

ფინალური დაპირისპირება ჩოგბურთელებმა თანაბრად დაიწყებს, თუმცა, მე-8 გეიმში სინერმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და საბოლოოდ სეტი 6-3 მოიგო. მეორე სეტი უფრო დაძაბული გამოდგა და ტაიბრეიკით დასრულდა, სადაც იტალიელმა 7-4 იმარჯვა. ბოლო, გადამწყვეტ სეტში კი მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა კვლავ მოახერხა ზვერევის ჩაწოდების წამოღება და ფინალური დაპირისპირება მარტივად მოიგო.
23 წლის იანიკ სინერისთვის ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მე-3 მოგებული გრანდ სლემია. მან პირველი დიდი ტურნირი 2024 წელს სწორედ ავსტრალიაში მოიგო, რასაც სექტემბერში ამერიკის ღია პირველობაც მიაყოლა.
ქალთა თანრიგში 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი მოულოდნელად დასრულდა — ქეისმა საბალენკა დაამარცხა და ავსტრალიაში მისი ორწლიანი დომინაცია დაასრულა.







