პარის სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გაიფორმა. ევროპის ტოპ 5 ლიგაში გვხვდება მხოლოდ სამი გუნდი, რომელმაც ეს 2024/25 წლების პსჟ-ზე უფრო ადრე გააკეთა. დედაქალაქურ კლუბზე წინ 7 ტურით ადრე გაფორმებული ჩემპიონობებით 2013/14 წლების მიუნხენის ბაიერნი და 2019/20 წლების ლივერპული არიან.
ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო შედეგი კი ეკუთვნის ისევ და ისევ პარიზს, რომელიც 2015/2016 წლებში ლიგა 1-ის ჩემპიონი რვა ტურით ადრე გახდა. რაც შეეხება 6 ტურით ადრე გაფორმებულ ჩემპიონობებს, "ლურჯ-წითლებმა" გაიმეორეს 2012/13 წლების "რეკორდმაისტერისა" და 2006/07 წლების ლიონის მიღწევა.
ყველაზე ნაადრევი ჩემპიონები ევროპის ტოპ 5 ლიგაში:
პარის სენ-ჟერმენი - 8 ტურით ადრე (2015/2016)
მიუნხენის ბაიერნი - 7 ტურით ადრე (2013/2014)
ლივერპული - 7 ტურით ადრე (2019/2020)
პარის სენ-ჟერმენი - 6 ტურით ადრე (2024/2025)
მიუნხენის ბაიერნი - 6 ტურით ადრე (2012/2013)
პარის სენ-ჟერმენი - 6 ტურით ადრე (2018/2019)
ლიონი - 6 ტურით ადრე (2006/2007)
შეგახსენებთ იმასაც, რომ სერია ა-ს შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი ტოპ ლიგის ჩემპიონიც გახდა. საინტერესოა, რომ ნაპოლის შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ის გახდა ასევე ნაადრევად: 5 ტურით ადრე, რაც კალჩოში 2018/19 წლების ტურინის იუვენტუსის ჩემპიონობასა და 2006/07 წლების მილანის ინტერის ტრიუმფთან ერთად, საუკეთესო შედეგია.