კატალონიის ბარსელონას მთავარმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს 8 თვით გამოაკლდა. ბარსელონა კი ახალი მეკარის ძიებაშია.
ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, ახალგაზრდა მეკარე არონ იაკობიშვილი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ლა ლიგის მატჩში, ხეტაფეს წინააღმდეგ განაცხადში იქნება.
იაკობიშვილი ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის წევრია. ქართველი ფეხბურთელი უნგრეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 17-წლამდე ნაკრებში უკვე ითამაშა.
მოგეხსენებათ, იაკობიშვილის ძმაც ფეხბუთელია. ორივე მათგანი უნგრეთში დაიბადა, იქაური მოქალაქეა და სავარაუდოდ, თუ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებენ.