თბილისში ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგა ჩატარდა. შეჯიბრში საქართველოს, სომხეთის, ინდოეთისა და ლიეტუვის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე საქართველოდან ხუთმა სპორტსმენმა, ბექა გაბაიძემ, სერგო ალფაიძემ, გიორგი ბარბაქაძემ, ვალერი გობეჯიშვილმა და ალექსანდრე კუჭავამ იასპარეზა.
შეჯიბრი ჩატარდა პროფესიონალი სპორტსმენების 5 წონით კატეგორიაში, სადაც გამარჯვებულები მუშარაფ ქუამი (- 56 კგ. ინდოეთი), ვალერი გობეჯიშვილი (- 60 კგ. საქართველო), სერგო ალფაიძე (-70 კგ. საქართველო), ალექსანდრე კუჭავა (- 65 კგ. საქართველო) და გიორგი ბარბაქაძე (-75 კგ. საქართველო) გახდნენ.
გამარჯვებულებს დიპლომები, ფულადი ჯილდო და ჩემპიონის გარდამავალი ქამრები გადაეცათ.