ავჭალის სტადიონზე თბილისის თასის დასკვნითი მატჩი გაიმართა, სადაც მასპინძელი შავი ლომი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონს, ჩიტასს შეხვდა და მეტოქე 36-25 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმარი გუნდის უპირატესობით, 5-10 დასრულდა, თუმცა, შესვენების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა იგდებს სათამაშო ინიციატივა ხელში და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.
საბოლოოდ, 2026 წლის თბილისის თასი გამარჯვებული გრიქასი გახდა, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო და ტურნირი 14 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე 11 ქულით პუმასი გავიდა, ხოლო შავმა ლომმა 10 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.












