თბილისი სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის წინასწარ რეგისტრაციას და გადაიხდის მონაწილეობის თანხას. შეჯიბრის მონაწილეებმა, მათთვის დარიგებული რუკის გამოყენებით, რაც შეიძლება ნაკლებ დროში უნდა შეძლონ რუკაზე დატანილი ყველა საკონტროლო სადგურზე (ორგანიზაოტრების მიერ განსაზღვრული თანმიმდევრობით, რომელიც მონიშნულია ციფრებით) მისვლა და ელექტრონული ჩიპის მიდება. გამარჯვებული არის ის, ვინც ყველაზე ნაკლებ დროში შეძლებს ყველა საკონტროლო სადგურზე, მათ შორის ფინიშის საკონტროლო სადგურზე, ელექტორნული ჩიპის მიდებას.
მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიები (სულ 11), კაცები და ქალები: 9-დან 12-წლამდე (U12); U14; U16; U18; U20; U21; U40; U50; U60; U70; U80+. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 22 ნომინაციაში, მათ ღონისძიების პარტნიორებისა და სპონსორებისგან გადაეცემათ პრიზები და საჩუქრები.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურვილებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორამცია: https://bit.ly/iow-tbilisi-2024
სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეულის განრიგი
5 ნოემბერი, 12:00-დან - 16:00 საათამდე. რეგისტრირებულ მონაწილეთათვის სასტარტო პაკეტის დარიგება (სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ავლაბარი“), ბრიფინგი. 12:00-დან 17:30 საათამდე ღია ვარჯიში და დამწყებთა ტრენინგი ვაკის პარკში;
6 ნოემბერი - რიყის პარკი და ძველი თბილისი მიმდებარე ტერიტორია (სპრინტ ორიენტირება). 08:30-დან 09:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 10:00 საათი - სტარტი.
7 ნოემბერი - მზიურის პარკი და ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორია (სპრინტ ორიენტირება). 08:30-დან 09:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 10:00 საათი - სტარტი.
8 ნოემბერი - დასვენების დღე, ექსკურსიები ქალაქში;
9 ნოემბერი - დენდროლოგიური პარკი (საშუალო მანძილზე ორიენტირება). 09:30-დან 10:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 11:00 საათი - სტარტი.
10 ნოემბერი - ჯიქიას ტყე და აგარაკის ტერიტორია (საშუალო მანძილზე ორიენტირება), გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 09:30-დან 10:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 11:00 საათი - სტარტი.
რა არის სპორტული ორიენტირება?
ორიენტირება უნიკალური სპორტის სახეობაა, რომელიც მონაწილეებისგან ფიზიკურ გამძლეობას, სისხარტესა და ნავიგაციის უნარების გამოყენებას მოითხოვს. რუკით და კომპასით აღჭურვილი მონაწილეები, განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ეძებენ მონიშნულ საგუშაგოებს (ე.წ. „ჩეკპოინტს“). მონაწილის მიზანია უმოკლეს დროში, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით, იპოვოს ყველა საგუშაგო. აღსანიშნავია, რომ ორიენტირება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერაა აღიარებული და მსოფლიო მასშტაბით მას რამდენიმე მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ორიენტირება არის სპორტის სახეობა, რომელიც მრავალ სარგებელს სთავაზობს მონაწილეებს, მათ შორის ის ხელს უწყობს: ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცებას; უვითარებს პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღების, კონცენტრაციის უნარებს; ახალი სოციალური ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას. ასევე, დიდია სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრებების გავლენა მასპინძელ მუნიციპალიტეტებზე, მათ შორის: ტურიზმის ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი შემოსავლების მიღება, ტურისტული პოტენციალისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია, გარემოზე ზრუნვა და გარე სივრცეების პასუხისმგებლიანი, მდგრადი გამოყენება, სარეკრეაციო სივრცეების პოპულარიზაცია და სხვა.
ღონისძიების მხარდამჭერია: თბილისის მერია / Tbilisi City Hall; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
ორგნაიზატორი: Sakartvelo 🇬🇪 Orienteering | საქართველო 🇬🇪 სპორტული ორიენტირება სპორტი განვითარებისთვის - საქართველო / Sport for Development - Georgia
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.












