თბილისი კალათბურთში U16 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

თავდაპირველად ტურნირის მასპინძლად სტამბოლი დასახელდა, თუმცა ჩატარების ადგილი შეიცვალა და ფიბას ოფიციალური განცხადებით, 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს თბილის უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, საქართველოს 16 წლამდე კლათბურთელთა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2023 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი გასული წლის ზაფხულში, საბერძნეთში გამართულ ფინალურ ეტაპზე შეინარჩუნა.







