ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მონპელიესთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:
"მან უნდა ისწავლოს თავისი ძალისხმევის სწორი მიმართულებით წარმართვა. ჟორჟი ბევრს მუშაობს გუნდისთვის და სურს, რომ მუდმივად ითამაშოს, მაგრამ უნდა გაიაზროს, რომ მეტოქის კართან უფრო მეტი ეფექტიანობითვის, კონკრეტული ფაზების გაკონტროლებაა საჭირო.
ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. ყველა შემტევს თავისი სტილი აქვს... ლაკაზეტი, ჟორჟი და სხვები, ყველა განსხვავებული და ძლიერი ფეხბურთელია."
შეგახსენებთ, ლიონი 21 ტურის შემდეგ, 33 ქულით, მე-6 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.