მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა, ფინალამდე 5 მეტოქეს სძლია. საწყის ეტაპზე უნგრელი ლევენტე კისი, შემდეგ ყაზახი სერიკბოლ იესტაი დაამარცხა, მერვედფინალში ფრანგ ტაზი გნამიანსსძლია, მეოთხედფინალში ნორვეგიელი კორნელიუს ეილერტსენს მოუგო. ნახევარფინალში კი ესპანელი აარონ სანტამარია როდგისესთან გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა.
პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე წელს 13-მა ქართველმა იასპარეზა.








