ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მოლდოველი ოსმანოვი იქნება.
81 კგ. წონით კატეგორიაში წაუგებლად ასპარეზობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ფინალში გამოცდილ ნიდერლანდელ ძიუდოისტს, დე ვიტს, შეხვდება და ოქროს მედლის მოგებას შეეცდება.
ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.









