სუპერლიგის 2026/27 წლების სეზონი ოფიციალურად დაიწყო! მაყურებლებმა პირველ ტურში 5 დაპირისპირება იხილეს, რომლებშიც საკმაოდ საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა პირველ ტურში ქუთაისს აჯობა და ახალი სეზონი კარგად დაიწყო. ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა ბექა წივწივაძის კავკასიამაც, რომელმაც ბლექ ფორტრესს უშანსოდ მოუგო.
პირველ ტურში თავისი მატჩების მოგება მოახერხეს ორბმა, მარგვეთმა და თსუ-მ.
პირველი ტურის შედეგები:
ბათუმი 80:77 ქუთაისი
თსუ 88:77 რუსთავი
ივერიონი 84:91 მარგვეთი
კსუ 108:84 ბლექ ფორტრესი
თელავი 81:87 ორბი
მე-2 ტური სტარტს 9 ოქტომბერს აიღებს. პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება, სადაც კავკასია ქუთაისს უმასპინძლებს. ტურს კი მარგვეთი-თსუ-ს დაპირისპირება დახურავს.
ფოტო: Georgian Superleague • ქართული სუპერლიგა.












