საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა სტ.ეტიენსა და სტრასბურგს შორის.
სეზონის კატასტროფული სტარტის შემდეგ, ბოლო პერიოდში სტ.ეტიენმა თამაშის ხარისხი გამოასწორა, რაც დღესაც დამტკიცდა და გუნდმა შინ ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მწვანეების ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ზურიკოს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, აქტიური იყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მან თამაშის შემდეგ 7.0 შეფასება მიიღო.
10 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებს. დავითაშვილის ანგარიშზე კი 5 გატანილი გოლია.