ფრანგულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება — თუ რენის მთავარი მწვრთნელი იულიენ სტეფანი გუნდს დატოვებს, მის მთავარ შემცვლელად სტეფანო პიოლის განიხილავენ! მილანის ყოფილი და რენის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, ფრედერიკ მასარა, 58 წლის იტალიელი სპეციალისტის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს და მისი სურვილია, მხარეებმა კიდევ ერთხელ მოახერხონ ერთად მუშაობა. იტალიელ მენეჯერს, პიოლის კანდიდატურა გუნდისთვის იდეალურად მიაჩნია.
იულიენ სტეფანის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ბოლოდროინდელი ცნობებით, 43 წლის ფრანგი მწვრთნელი ხელშეუხებელი ნამდვილად არ არის და მისი მომავალი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
რაც შეეხება სტეფანო პიოლის, მილანის დატოვების შემდეგ, იტალიელი ახლოს იყო საუდის არაბეთში სამუშაოდ წასვლასთან, კერძოდ, მას ალ-იტიჰადი იწვევდა, თუმცა გარიგება ბოლო წამს ჩაიშალა. ამ ვარიანტის გარდა, "პადრე პიოლის" სხვა შემოთავაზება არ ჰქონია, შესაბამისად, ლიგა 1-ის გუნდის გაწვრთნა შეიძლება მის გეგმებშიც იყოს.