ზაზა ფაჩულიასა და სტეფ კარის ელჩებად წარდგენის შესახებ კომენტარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გააკეთა:
“სპორტულ კარიერაში მიღწეული წარმატება და საზოგადოების განვითარებისადმი ერთგულება ორივე მათგანს სამაგალითო ფიგურებად აქცევს. ეს ფაქტები კი, მთელს მსოფლიოში სპორტის ტურიზმის სარგებლიანობის პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება.”

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩად დანიშვნის შემდეგ მცირე კომენტარი ზაზა ფაჩულიამაც გააკეთა:
“მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და ზუსტად მესმის რა დადებითი გავლენის მოხდება შეუძლია მას როგორც ტურიზმზე, ასევე ზოგადად ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ ეს როლი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. ორგანიზაციასთან ერთად ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ სამყაროში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო გაიზაროდს. ეს კი, დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ჯანსაღი კუთხით განვითარებას ძალიან დაეხმარება. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კარგ მეგობარს - გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს.”
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩების მთავარ მიზანია ისეთი ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის დახმარებით ტურიზმის განვითარებას, კულტურათა შორის კავშირების გაღრმავებას და ამ ყველაფრის საფუძველზე მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ზაზა ფაჩულია სხვა ელჩებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებსა და ინიციატივებში იქნება ჩართული.

ორგანიზაციის სპორტის ელჩები ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები არიან როგორიც - ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, დიდიერ დროგბა, იკერ კასილასი და ფერნანდო იერო. აღსანიშნავია, რომ მოქმედ ელჩებს შორის საკალათბურთო სამყაროდან მხოლოდ ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი არიან.
იმავე მატჩზე, სადაც ზაზა ფაჩულია ოფიციალურად წარადგინეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად თავად ზაზამ NBA All Star-ის სპეციალური Money Ball-ით All Star-ის კვირეულში Golden State Warriors-დან მონაწილეები წარადგინა: სტეფ კარი - NBA All Star, ტრეის ჯექსონ-დეივისი და პატ სპენსერი - NBA Rising Stars, ქუენთინ პოსტი - G League Up Next.








