დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფაზის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'équipe გვთავაზობს იმ 11-ეულს, რომლითაც პსჟ ბრიტანელების წინააღმდეგ ითამაშებს.
მათი ვერსიით, პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ახალ პოზიციაზე იდგება და ე.წ. ცრუ 9-იანის მოვალეობას შეასრულებს.
ფლანგებზე პარიზელებს ბარკოლა და ლი ეყოლებათ. როგორც ჩანს, კვარას მოედანზე სრული თავისუფლება ექნება და შეეძლება როგორც პოზიციების ცვლა, ისე ბურთის განაწილება.
მეკარე: შევალიე
მცველები: მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ზაირე-ემერი
ნახევარმცველები: რუისი, ვიტინია, ნევეში
თავდამსხმელები: ბარკოლა, კვარაცხელია, ლი
📋 La composition probable du PSG pour affronter Tottenham selon l’Equipe.
— Media Parisien (@MediaParisien) November 26, 2025
🇬🇪 Kvaratskhelia est annoncé en faux numéro 9 et Lee sur le côté.#UCL | #PSGTOT pic.twitter.com/8ufeRtKjOa












