პრემიერ ლიგის მე-16 ტურის დასკვნითი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება იხილა. ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბორნმუთი შეხვდნენ და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდებმა საფეხბურთო ზეიმი შემოგვთავაზეს.
90 წუთის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედმა და ბორნმუთმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და უამრავი საგოლე მომენტიც შექმნეს. მაყურებელმა ჯამში 8 გატანილი გოლი იხილა, მატჩი კი საბოლოო ჯამში ფრედ, 4-4 დასრულდა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ამ ტურის შემდეგ 26 ქულა მოაგროვა, რითაც მე-6 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება ბორნმუთს, "ალუბლები" 21 ქულით, მე-13 პოზიციაზე გადავიდნენ.
მანჩესტერ იუნაიტედი 4-4 ბორნმუთი
გოლები: 1-0 ამად დიალო 13', 1-1 ანტუან სემენიო 40', 2-1 კაზემირო 45+4', 2-2 ევანილსონი 46', 2-3 მარკუს ტავერნიე 52', 3-3 ბრუნო ფერნანდეში 77', 4-3 მატეუს კუნია 79', 4-4 ელი ჟუნიორ კრუპი 84'.
მატჩის მიმოხილვა








