28-29 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე - SportsWay Tbilisi - Future of Active Cities Summit.
სამიტი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, საქართველოს სპორტული ინფრასტრუქტურის დეველოპერთა ასოციაციის და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცის ორგანიზებით ტარდება, პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდგეი მთავარი თემები:
• სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ღონისძიებების გავლენა ქალაქების სოციალურ
ეკონომიკურ განვითარებაზე.
• სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები, ტრენდები და ინოვაციები
• სპორტული ობიექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო მაგალითები
• "ახალი", "ურბანული" სპორტის სახეობების განვითარების ტრენდები და პერსპექტივა
• "კორპორატიული სპორტის" ფენომენი
• საქართველოს, როგორც სპორტის ინდუსტრიის მართვისა და ინოვაციური ჰაბის რეგიონალურ ცენტრად
ჩამოყალიბების პერსპექტივა.
სამიტზე საერთასორისო სპილკერები გამოვლენ სიტყვით და აქტუალურ თმებზე დამსწრე საზოგადოებას კვლევსი შედეგებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
საერთაშორისო სპიკერები:
• ლუის სილვა - გენერალური დირექტორი Blue Rock Sports (პორტუგალია)
• ალბერტ ზბილი - პრეზიდენტი, "მსოფლიოს კორპორატიული ფეხბურთის ფედერაცია" FIFCO (კანადა)
• დენიელ ვუუდ - პრეზიდენტი, "მსოფლიოს ფრისტაილ ფეხბურთის ასოციაცია" (გერმანია)
• სემ ფრიმენ - დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Elite Skills Arena (დიდი ბრიტანეთი)
• რაიან ვორენერ - საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი, London Sports (დიდი ბრიტანეთი)
• ბოჟანა იოვანოვიჩ - ჩოგბურთის და პადელ ჩოგბურთის ინფლუენსერი (სერბია)
• ოზგულ ოზტურკ - რეგიონალური დირექტორი, Integral Group (თურქეთი)
• ჰამზა ნოსუელა - რეგიონალური დირექტორი, Integral Group (თურქეთი)
• კრისტიან დობრევ - დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, Football Business Academy (გერმანია)
• ივან იოვანოვიჩ - საფეხბურთო მენეჯერი (ესპანეთი)
სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსია გაიმართება.