საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ხოსე სილვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში საწყლოსნო სპორტის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობას, რასთან დაკავშირებითაც მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი და ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იოსიპ ვარდოვიჩი.








