მილანის ინტერის ყოფილმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა ერთმანეთს არნე სლოტის ლივერპული და ერიკ ტენ ჰაგის მანჩესტერ იუნაიტედი შეადარა. შეგახსენებთ, იურგენ კლოპი მერსისაიდში შეცვალა სწორედ სლოტმა, "წითელმა ეშმაკებმა" კი ტენ ჰაგთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივეს.
"ტენ ჰაგი და სლოტი? - ორივე კარგი მწვრთნელია. ერთმა ძალიან კარგად იმუშავა ფეიენოორდში, მეორეს კი მანჩესტერი ახლაც ენდობა, რაც ბევრს ნიშნავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ერიკს გვერდით მომავალი სეზონიდან ნისტელროი ეყოლება, რაც იუნაიტედს აუცილებლად წაადგება. მათ უბრალოდ დრო სჭირდებათ.
ვინ გახდება პრემიერ ლიგის ჩემპიონი უფრო ადრე, მერსისაიდელები თუ "წითელი ეშმაკები"? - ვფიქრობ, "ეშმაკები". არნე ახლა იწყებს ყველაფერს, "მანკუნიანელთა" თავკაცმა კი ინგლისის ჩემპიონატი უკვე შეისწავლა", - განაცხადა ყოფილმა ნიდერლანდელმა მოთამაშემ.