საუკეთესოთა შორის 5 ფეხბურთელია ნომინირებულია, გამარჯვებული გახდება ის, ვინც გულშემატკივრისგან ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
იმისთვის რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოთ და თვენი ხმა დააფიქსიროთ, რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო.
ხმის მიცემა ვებგვერდზე LaGazzetta.ge შეგიძლიათ, გამოკითხვა 2024 წლის 25 ოქტომბერს 18:00-ზე დასრულდება.
გამარჯვებული გახდება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს და პრიზის სახით გადაეცემა საგზური 2 ადამიანზე მატჩზე ნაპოლი - რომა, რომელიც გაიმართება 2024 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ ნეაპოლში.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობები:
• იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში, აუცილებელია:
• გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე და დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას;
• ვერიფიკაცია გაუკეთოთ თქვენს პროფილს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურის ნომერზე მოსული ერთჯერადი კოდის მეშვეობით.
• გამოიწეროთ Lagazzetta-ს Facebook, Youtube და Instagram გვერდები;
• გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში - Campione -კამპიონე;
ხმის მიცემის პროცესი დაიწყება 2024 წლის 11 ოქტომბერს დღის 12:00-ზე და დასრულდება 2024 წლის 25 ოქტომბერს 18:00-ზე.
• ვებგვერდზე განთავსდება ,,საქართველოს მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024-ის“ გათამაშების მონაწილე 5 რჩეული ფეხბურთელი.
• ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და პროფილის მობილურის ნომრით ვერიფიკაციის შემდგომ გულშემატკივრებს ეძლევათ უფლება ხმა მისცენ თავიანთ ფავორიტ ფეხბურთელს 24 საათში ერთხელ.
„სასკოლო ლიგა“ 2019 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ა(ა)იპ “ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ“ დააფუძნა. პროექტი, ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული საშეჯიბრო სისტემაა, რაც ქვეყანაში როგორც სასკოლო სპორტის, ასევე მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
SMH Sports-ი "სასკოლო ლიგის" პარტნიორთა შორისაა.









