რომის ლაციოს ყოფილმა მწვრთნელმა, დელიო როსიმ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ვეტერანი დამრიგებლის თქმით, კონტრაქტის გახანგრძლივება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც "პარტენოპეისთვის", ისე ქართველი ვინგერისთვისაც.
"ვფიქრობ, ნაპოლიმ კვარაცხელიასთან დაკავშირებით საკითხი მალე უნდა მოაგვაროს - მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება ან სხვა გუნდში გაყიდვა. ის, რაც ხდება ახლა, დამღუპველია, როგორც "პარტენოპეისთვის", ისე ხვიჩასთვისაც. ბევრი თვლის, რომ ნერეში მასზე უკეთესი მოთამაშეა, რაც ასევე ზეწოლა არის.
ქართველი გარემარბის შენარჩუნება ან გაყიდვა არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ამით, სიმშვიდეს ორივე მხარე მოიპოვებს", - განაცხადა იტალიელმა დამრიგებელმა "სამხრეთელებისა" და მათი ვინგერის შესახებ.