ნოვარას აღმასრულებელმა დირექტორმა, პიეტრო ლო მონაკომ ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა ურჩია. ფუნქციონერის აზრით, სერია ა-ს ლიდერი გუნდის შეუცვლელი მოთამაშა არის არა ქართველი ვინგერი, არამედ სტანისლავ ლობოტკა. იტალიელმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ "პარტენოპეი" თავის ვინგერს ადეკვატურ ხელფასს სთავაზობს.
"ნაპოლიმ კვარაცხელიას შესთავაზა თავისი პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი არ იქნება თანახმა, ის ტრანსფერზე უნდა დააყენონ. "პარტენოპეი" ხვიჩას სთავაზობს 5.5 მილიონს, რაც ადეკვატური ხელფასია. ის არ არის შეუცვლელი მოთამაშე, გუნდისთვის ასეთი შეუცვლელი ლობოტკა არის. ქართველი ვინგერის მსგავსები სხვებიც არიან", - განაცხადა ნოვარას დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთელების გარემარბის სახელს ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენს უკავშირებენ. კლუბი მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ 23 წლის ვინგერმა მომავალ ზაფხულს "აძური" რეალურად დატოვოს.