მილანის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიკო საკიმ თავისი ყოფილი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ტაქტიკოსმა გამოარჩია რაფაელ ლეაუ და აღნიშნა, რომ ინტერთან მოგების მთავარი შემოქმედი სწორედ ახალგაზრდა ვინგერი იყო.
"ინტერთან დაპირისპირების გარდამტეხი მომენტი? ლეაუს შემოსვლა. მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის საოცარ ფორმაშია და სიმართლე გითხრათ, ძალიან ვბრაზდები, როდესაც ასეთი რაფა იკარგება ხოლმე. მას აქვს წარმოუდგენელი მონაცემები, როგორც ფიზიკური ისე ტექნიკური, მაგრამ სამწუხაროდ, პორტუგალიელი ვინგერი ამ ყველაფრის დემონსტრირებას ხშირად ვერ ახერხებს.
იმედი მაქვს, მილანის გარემარბის თამაშში დაიმკვიდრებს სტაბილურობა და ის ახალ საფეხურზე ავა. მისი მთავარი მტერი არის ხასიათი და ასეთ მოთამაშეს მუდმივად ახალი სტიმული სჭირდება. "როსონერის" მე-10 ნომერს აქვს იმის პოტენციალი, რომ საუკეთესო იყოს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.