ესპანეთის ACB-ის 31-ე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ საკუთარ კედლებში უნიკახას დამარცხება მოახერხა, ანგარიშით 87:86. სან კრისტობალ დე ლა ლაგუნა არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა, საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა.
35 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 3 პასიც მიითვალა. მატჩის MVP გიორგის თანაგუნდელი, მარსელო უერტასი გახდა - 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი.
ტენერიფე ამ გამარჯვების შემდეგ მე-4 პოზიციაზე გადავიდა, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ რაღაც 3 ტური დარჩა. შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე ბრეოგანი იქნება. მატჩი 5 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია კონფერენს ლიგის მთავარ ფაზაში ასპარეზობას იწყებს და პირველ ტურში ბელგიურ სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, იბერიამ რთული გზა გაიარა, რათა ისტორია დაეწერა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული კლუბი ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ჩემპიონთა…
დღეს, 23 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას იწყებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ბელგიურ სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი რანგის ტურნირზე წარმატებით დავიწყებთ…
დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა სტ.ტრუიდენსა და იბერიას შორის. ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, LaGazzetta.ge-სთან კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა გიორგი მაკარიძემ და ნიკა სიხარულაშვილმა გააკეთეს. გიორგი მაკარიძე: "ვხვდებით, რომ ეს თამაშები ქართული საკლუბ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე დღეს საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი დაპირისპირებები შედგა. ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში გაიმართა, სადაც სიტიმ პსჟ-ს უმასპინძლა და მიუხედავად ბრძოლისა, 2:4 დამარცხდა. პარიზელთა ქართველი შემტევი და ტურნირის მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარ…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის კიდევ ორი მატჩი დასრულდა. მაყურებლებმა ლასკი-ლივერპულისა და ფეინოორდი-კომოს შორის დაპირისპირებები იხილეს. ლივერპულმა შედარებით სუსტ მეტოქეს მარტივად სძლია და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა. გამორჩეული პერფორმანსი შემოგვთავაზა ბრედლი ბარკოლამ, რომელმაც სამი…
ოფიციალურად — ლა ლიგამ ვინისიუს ჟუნიორი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა! ეს ინფორმაცია სულ ახლახან გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა წითელი ბარათი ლა ლიგის ბოლო ტურში, ვილიარეალთან მატჩში მიიღო, რა დროსაც ნათან სალიბას თმაზე მოქაჩა. ვინისიუს…
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის ახალგაზრდული გუნდი დინამო მინსკის ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, ორივე შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. პირველი მატჩი მინსკის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდ…