კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და ქართველ ვარსკვლავს Instagram-ზე, პოსტის კომენტარებში, გამამხნევებელი სიტყვები დაუწერა.
"ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ისეთია, რასაც ვერავინ ხედავს. კვარა, მე ეს გრძნობა ვიცი. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე უფლება რთულ მომენტს, ეჭვი შეიტანო იმაში, თუ რისი მიღწევა შეგიძლია. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო წლები წინ არის."













