საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, ბორჯღალოსნები ნოემბერში იაპონიის ნაკრებს შეერკინებიან — შეხვედრა საქართველოში გაიმართება და სტადიონი მოგვიანებით დაზუსტდება.
ისტორიაში საქართველოს და იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 მატჩი ბორჯღალოსნებმა მოიგეს, ხოლო 5 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს გუნდები გასულ ზაფხულში იაპონიაში შეერკინნენ, სადაც ქართველმა მორაგბეებმა დაძაბულ ბრძოლაში 25-23 მოიგეს.









