გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ნომერს შეიცვლიდა. ამჟამად ახალგაზრდა გარემარბი 77-ე ნომრით თამაშობს, პრესაში კი ვარაუდობენ, რომ მომავალი სეზონიდან ის "პარტენოპეიში" 7-იანს აიღებს. აღნიშნული ნომერი ელიფ ელმასის ლაიფციგში გადასვლის შემდეგ დღემდე ვაკანტურია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გარემარბი ნაკრებშიც შვიდიანით თამაშობს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ის ნომერს არ შეიცვლის. ყველაფერი დარჩება ისე, როგორც აქამდე იყო, "აძურის" ვინგერი კვლავ 77-ე ნომერი იქნება. ახალგაზრდა შემტევმა გუნდის ისტორია სწორედ ამ ნომრით დაწერა და მისი თავგადასავალი "ლურჯებში" იმავე ნომრით გაგრძელდება - ეს თავად ფეხბურთელის სურვილია.
სწორედ აღნიშნული ნომრით მოაგებინა 23 წლის გარემარბმა დიეგო მარადონას ბინადრებს სერია ა, პირველად, 1990 წლის შემდეგ. აქვე დავამატებთ, პარის სენ-ჟერმენის ინტერესის მიუხედავად, კვარა ანტონიო კონტეს გუნდში დარჩება. ახალი სპეციალისტი მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.