გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი ვერდერსა და ჰაიდენჰაიმს შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ჰაიდენჰაიმის ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ბუნდესლიგაში პირველი შედეგიანი მოქმედება გააკეთა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ბუდუმ თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 7.2 შეფასება მიიღო.
17 ტურის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს 14 ქულა აქვს და სატურნიირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.