სპორტული სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (CDES) ეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელი კრისტოფ ლეპეტი ლიგა 1-ის განვითარებაზე საუბრობს და ამ მიმართულებით, საქართველოს გამოყოფს.
"ლიგა 1-ის ტრანსლირება მსოფლიოში უამრავ ადგილასაა, ბაზარი უზარმაზარია და დღითიდღე იმატებს. ამასთანავე, გაიზარდა ფეხბურთელების ჩართულობა, ინტერვიუები და მეტმა თავისუფლებამ, ლიგა უფრო საინტერესო გახადა.
საქართველოში, ყურებადობის მაჩვენებელი პიკს აღწევს და ლიგა 1 ახლოსაა, რომ ამ ქვეყანაში საფრანგეთის ჩემპიონატის ყურებადობა პირველი იყოს.
დავითაშვილი-მიქაუტაძე-კვარაცხელიას ტრიოს პოსტები ქართულ სოციალურ ქსელში ჰიტია და მთლიან ლიგა 1-ს აჟიოტაჟს უქმნის.
ქართველ გულშემატკივრებში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელია იქცევს და მისი დამსახურებაცაა, რომ ლიგა 1 ასეთი პოპულარულია", - ამბობს ფრანგული მაუწყებლის ხელმძღვანელი.