ქართულმა გუნდმა "სქარლეთსთან," ზუსტად ერთი წლის წინ, 15 დეკემბერს, ჩელენჯ თასზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (23:7).

"შავი ლომი" უელსში პარასკევს გაემგზავრება, "სქარლეთსთან" მატჩის წლის ბოლო შეხვედრა იქნება, ჩელენჯ თასზე ასპარეზობას ქართული გუნდი იანვარში განაახლებს, 11 იანვარს ტოპ 14-ის კიდევ ერთ გუნდ "ბაიონას" თბილისში, “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს, 19 იანვარს კი "ედინბურგს" შოტლანდიაში დაუპირისპირდება.










