შარლ ლეკლერმა ფერარისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

26 წლის მონეგასკ მრბოლელს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს ეწურებოდა, ხოლო ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ფერარიში კიდევ 5 წლით, 2029 წლამდე, დარჩება.
შარლ ლეკლერმა ფორმულა 1-ის კარიერა 2016 წელს, ფერარის აკადემიაში დაიწყო, ხოლო პირველი რბოლა 2018 წელს ზაუბერის ბოლიდით ჩაატარა. 2019 წელს მონეგასკი ფერარიში გადავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონი, კიმი რაიკონენი შეცვალა.
5 წლის განმავლობაში, ლეკლერმა ფერარის ბოლიდით 104 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ჯერ გაიმარჯვა. მის ანგარიშზე 23 პოულ პოზიცია და 30 პოდიუმია. სეზონის საუკეთესო შედეგი კი 2022 წელს დააფიქსირა, როდესაც ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.
2024 წლის ფორმულა 1-ის სეზონი 2 მარტს ბაჰრეინში დაიწყება და 8 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროებში დასრულდება. ფერარი კი თავის ბოლიდს 13 თებერვალს წარადგენს.







