საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში საინტერესო შეხვედრა გაიმართა სტ.ეტიენსა და ლილის შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო სტ.ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს სტ.ეტიენის პირველი გამარჯვება იყო, რომლის შედეგადაც გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
რაც შეეხება დავითაშვილს, მან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7.4 შეფასება მიიღო.