ლა ლიგის მე-3 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ანდალუსიაში შედგა, სადაც ერთმანეთს სევილია და ატლეტიკო დაუპირისპირდნენ.
მადრიდელებმა ყველაფერი პირველივე ტაიმში დაასრულეს, როცა მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს.
66-ე წუთზე სევილიამ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და 1:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სევილიას რიგებში 55-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილი გამოჩნდა, რომელისთვისაც ეს ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი იყო.











