ოფიციალურად — სერია ა-ში გასამართი ყველა დღევანდელი მატჩი გადაიდო. ამ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, შესაბამისად, ამ მიზეზის გამო დღეს გასამართი 4 შეხვედრა ოფიციალურად გადაიდო.
ტორინო-უდინეზე, კალიარი-ფიორენტინა, ჯენოა-ლაციო და პარმა-იუვენტუსი დღეს აღარ ჩატარდება.
Following the passing of His Holiness, Lega Nazionale Professionisti Serie A can confirm that today's league games in Serie A and Primavera 1 have been postponed. The date of the rearranged fixtures will be announced in due course.
— Lega Serie A (@SerieA_EN) April 21, 2025












