დანიასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ბელგრადში ჩაატარებს. ევრობასკეტის საგზურის მოპოვების შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩმა როტაცია გადაწყვიტა და დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებთან, შედარებით შესუსტებული შემადგენლობით წარსდგება.
როტაცია იგეგმება სერბეთის ნაკრებშიც — საბოლოო განაცხადში, სვეტისლავ პეშიჩმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელით ჩაანაცვლა.
საქართველოს ნაკრები სერბეთში მესამედ თამაშობს. წინა ორი შეხვედრიდან 1 მოიგო და 1 დათმო. სერბეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
დღევანდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია