საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა მონაკოსა და პსჟ-ს შორის შედგა.
მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და სენსაციურად დასრულდა. მონაკომ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის რევანში აიღო და მეტოქე სტუმრად 1:3 დაამარცხა.
27-ე წუთზე ანგარიში აკლიუშემ გახსნა, სხვაობა ორამდე გოლივინმა გაზარდა. ბარკოლამ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა, რადგან მონაკომ მესამე გოლიც გაიტაა.
25 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





