რომასთან გამართული მატჩის შემდეგ ტორინოს მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა. "გრანატა" ოლიმპიკოზე 3:2 დამარცხდა, საბა საზონოვმა კი მოედანზე 76 წუთი გაატარა.
"საბა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და პენალტის ეპიზოდის გამოკლებით, კარგი მატჩი ჩაატარა. დღეს მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა, ასეთ დროს კი ხშირია ბევრ შეცდომის დაშვება, თუმცა ეს პერიოდი ფეხბურთელებმა უნდა გადალახონ. მთლიანობაში, საბას თამაშით კმაყოფილი ვარ, მან ორივე ფორვარდის წინააღმდეგ, კარგად ითამაშა" - განაცხადა ივან იურიჩმა.