სერია ა-ს 23-ე ტურის ფარგლებში ტორინომ საკუთარ კედლებში მიიღო სალერნიტანა, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. მასპინძლების შემადგენლობაში ითამაშა საბა საზონოვმა, რომელმაც ტრავმირებული ალესანდრო ბონჯორნო შეცვალა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 26-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი, მე-80 წუთზე კი ის მატეო ლოვატოთი იქნა შეცვლილი.
ეს იყო საქართველოს ნაკრების უკანახაზელის რიგით მეშვიდე შეხვედრა "ხარების" შემადგენლობაში. ორი მატჩი მან ითამაშა ძირითადში, ხუთჯერ კი შეცვლაზე შემოვიდა. "გრანატა" ამჟამად 32 ქულით მე-10 პოზიციაზეა. ივან ჯურიჩის გუნდის შემდეგი მეტოქე იქნება სასუოლო, მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.