ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 24 წლის ქართველი ფეხბურთელი რევაზ ინჯგია კვიპროსულ ოლიმპიაკოს ნიქოზიაში გადავიდა.
მან გუნდთან ერთად მოსამზადებელი შეკრება გაიარა, ამხანაგური მატჩები ჩაატარა და კვიპროსის ჩემპიონატის ახალი სეზონი კარგ ფორმაში დაიწყო.
ინჯგია პირველ ტურში სათადარიგო სკამზე იყო და შეცვლიდან აქტიურად შემოვიდა, მეორე ტურში კი ანორთოსისთან ძირითადში დაიწყო და ულამაზესი გოლიც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ინჯგიას მიერ ანორთოსის კარში გატანილი გოლი ტურის საუკეთესოდ დასახელდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ამ ჯილდოსთვის და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. ეს იყო ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გუნდისთვის. მოხარული ვარ, რომ კვიპროსის ჩემპიონატში დავბრუნდი. კვიპროსი ძალიან მომწონს. თავს სახლში ვგრძნობ“. - განაცხადა ინჯგიამ.
4 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.
🇬🇪🇨🇾 Avec toutes ces émotions, on en a oublié le but extraordinaire de Revazi Injgia ! 🤩🤩
— Football Géorgien (@FootGeorgieFR) September 9, 2025
Quel but du géorgien avec son nouveau club chypriote du Ol. Nicosia pour sa première titularisation ! 😁 pic.twitter.com/xZoWFtI6bw











