ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შეაჯამა. სულ განხორციელდა
5863 ტრანსფერი, რაშიც
2.35 მილიარდი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ როგორც ტრანსფერების რაოდენობით, ისე დახარჯული ფულითაც, წლევანდელი იანვრის ფანჯარა თავისი მასშტაბით რეკორდული აღმოჩნდა.
2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი გარიგება უკავშირდება ქართველ ლეგიონერს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში გადავიდა. საინტერესოა, რომ ზოგადად ფრანგულმა კლუბებმა 2025 წლის იანვარში €209.7 მილიონი დახარჯეს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ლიგა 1-ის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დახარჯული მთლიანი თანხის თითქმის ერთი მესამედი სწორედ ქართველი შემტევის გაფორმებაზე დაიხარჯა. შეგახსენებთ იმასაც, რომ 7 თებერვალს, მონაკოსთან მატჩში, პსჟ-ს ახალწვეულმა ვინგერმა უკვე სადებიუტო ბურთის გატანაც მოასწრო.