კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია ლევადიას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 3:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"სამწუხაროა, რომ ეს თამაში დავთმეთ. სათქმელი არაფერია. ერთი იმას ვიტყვი, რომ მეტი ხასიათი გვმართებდა, ბოლოს დაღლაც დაგვეტყო და ორივე მატჩში რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.
დამამთავრებელ ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ვფიქრობ, ჩვენს თავებში ძალას ვიპოვნით და შიდა ჩემპიონატში იმაზე კარგად გამოვალთ, ვიდრე აქამდე", - განაცხადა კორღალიძემ.








