საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლისმსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში ასპარეზობისთვის მზადება დაიწყო.
შეკრება თბილისში, ახლადაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტდა, როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამშეებით, ასევე ლეგიონერებით.
მსოფლიოს ჩემპიონატი 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები მეორე დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისლანდია, ახალი ზელანდია, ბულგარეთი, ტაიპეი და ტაილანდი არიან. გასულ წელს ჩატარებულ ტუნირზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. წელს კი მთავრი მიზანი დივიზიონში დაწინაურება იქნება.
2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მატჩების განრიგი
27 აპრილი. 08:30. საქართველო - ისლანდია
28 აპრილი. 12:00. საქართველო - ახალი ზელანდია
30 აპრილი. 08:30. საქართველო - ბულგარეთი
2 მაისი. 05:00. საქართველო - ჩინეთი ტაიპეი
3 მაისი. 05:00. საქართველო - ტაილანდი
საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრები მომავალ მეტოქეებთან
საქართველო - ისლანდია 3 მატჩი - 2 მოგება, 1 წაგება;
საქართველო - ახალი ზელანდია 2 მატჩი - 2 წაგება;
საქართველო - ბულგარეთი 6 მატჩი - 3 მოგება, 3 წაგება;
საქართველო - ჩინეთის ტაიპეი 2 მატჩი, 2 მოგება
საქართველო - ტაილანდი 1 მატჩი, 1 მოგება