საქართველოს ნაკრებმა მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით 1711 ქულა დააგროვა, რაც ევროპის რეკორდია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამეული კონტინენტის პირველობაზე მოქმედი ჩემპიონის რანგით წარდგა.
საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა პირადი პირველობაც. 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში მარიამ აბრამიშვილმა 575 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, ქართველმა ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.








