საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა აშშ-ს მოუგო და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეშვიდე ადგილი დაიკავა

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა და 2 გამარჯვება მოიპოვა, აშშ-სთან და რუმინეთთან (24:12), ჩვენი გუნდი ერთბურთიანი სხვაობით დამარცხდა იაპონიასთან (18:19), ხორვატიასთან კი 11:13 წააგო, საქართველო უნგრეთი 10:21 დასრულდა.
მსოფლიო თასის სუპერფინალში 6 საუკეთესო ნაკრები გადიოდა, იაპონიასთან წაგებით საქართველოს ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.







