საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნით მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 30 მაისს ანდორას ესტუმრება, 3 ივნისს კი, მიხელ მესხი 2-ზე კვიპროსს უმასპინძლებს.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება.ჩვენი გუნდის განაცხადში 24 ფეხბურთელია.ყვითელი ბარათების გამო, ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.
საქართველოს ქალტა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში, მალტას, კვიპროსისა და ანდორას ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველო 3 ქულით ბოლო ადგილზეა, ჩვენმა გუნდმა ანდორას სძლია. ჯგუფის ლიდერი მალტაა ( 9ქულა), მეორე ადგილზე კვიპროსია (7ქულა), მესამე პოზიციას ანდორა იკავებს 4 ქულით.
ანდორა - საქართველოს მატჩი, თბილისი დროით 21:00 საათზე დაიწყება, ასევე 21:00 საათზეა ჩანიშნული
3 ივნისი საქართველო - კვიპროსის შეხვედრა.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა:ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი)თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი).
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








