მზადების ფარგლებში მორიგი ვარჯიში ჩვენმა გუნდმა დავით პეტრიაშვილის საეხელობის არენაზე გამართა. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და სოფიკო ნარსიამ ისაუბრეს:
ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ დივიზიონის საუკეთესო გუნდია. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მრავლად იქნებიან და მხარს დაუჭერენ ეროვნულ ნაკრებს, როგორც ეს კვიპროსთან და ლიეტუვასთან მატჩებში იყო. ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრების ძალა, მათ შორის ევრო 2024-ზე. მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველის, მაგრამ ქომაგების მხარდაჭერითა და ფეხბურთელების სწორი თამაშით, ქულების მოპოვებას შევძლებთ."
ნათია დანელია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის. გუნდში საუკეთესო განწყობაა. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ფეხბურთელები, ისე ჯგუფის თითოეული წევრი. იმედია, დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ.
კვიპროსთან ორივე მატჩის მოგებამ თავდაჯერება მოგვცა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექვსი ქულა, რათა მომავალზე გვეფიქრა. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ ისეთ დიდ შედეგზე, როგორიც ჯგუფიდან გასვლაა".
სოფიკო ნარსია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში ძალიან კარგი, საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით მომდევნო მატჩებისთვის. ვეცდებით, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს ეტაპი და ჯგუფიდან გავიდეთ.
მნიშვნელოვანი იყო კვიპროსთან ორივე მატჩის მოგება, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს განწყობაზე. ვეცდებით, წარმატებული სერია გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ გულშემატკივრები".
12 ივლისს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.









