ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. 32-ე წუთზე ანგარიში ირინა ხაბურზანიამ გახსნა. შვიდ წუთში ხაბურზანიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 10 ფეხბურთელით დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა გოლის გატანა მაინც მოახერხა. ქართველთა უპირატესობა 64-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გაზარდა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს.
ჩვენი გუნდი მორიგ შეხვედრას 4 ივნისს, თბილისში, კვლავ კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.








