ამ გამარჯვებით საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ჯგუფში 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა (3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას ახლა უკვე პლეიოფში გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა წილისყრის შედეგად, 19 ივლისს გაირკვევა. ორრაუნდიანი პლეიოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება.










