დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 წააგო. სტუმრებმა ორივე გოლი მატჩის დასკვნით წუთებზე გაიტანეს, ვიკტორია ვალიუკმა 86-ე წუთზე ჯერ ანგარიში გახსნა, 90+2 წუთზე კი დუბლი გაიფორმა.
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ლიეტუვას ნაკრებთან სტუმრად გამართავს, შეხვედრა 16 ივლისს, ქალაქ დრუსკინინკაიში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია