საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა

ჩვენმა ბიჭებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სერბეთში ჩაატარეს, სადაც სანახაობრივ ბრძოლაში, მასპინძელ გუნდთან, 63-54 დამარცხდნენ.
პარკეტზე საუკეთესო ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი. სერბეთს ალექსა ავრამოვიჩმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა მოუტანა საკუთარ ნაკრებს.
შეგახსენებთ, ევრობასკეტის წლევანდელი გათამაშება 27 აგვისტოს აიღებს სტარტს. ტურნირს 4 ქვეყანა უმასპიძნელბს, კერძოდ კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია. ტურნირის წილისყრა 27 მარტს, ქალაქ რიგაში გაიმართება.






